LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ექნება

160
yandex

პირველი სექტემბრიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ტაქსების კომპანია Yandex-ის მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნება. მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.

FSB მიიღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც Yandex-ს მომხმარებელთა შესახებ აქვს. მათ შორისაა მომხმარებელთა სახელი, ტელეფონის ნომერი, Email-ის მისამართი, საბანკო ინფორმაცია, და მათი გადაადგილების მარშრუტი.

რუსეთის გარდა, Yandex 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის არის ისრაელი, ნორვეგია, ფინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, საქართველო და სხვა.

Yandex-ის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, მონაცემთა ბაზა რუსეთშია. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც Yandex ფლობს, მათ შორის რუსეთის გარეთ, საბოლოოდ რუსეთში იგზავნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g