რუსული მედიის ცნობით სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებები პრესისთვის დაგეგმილი არ არის.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ორმხრივი კავშირების განვითარების აქტუალურ საკითხებს და ორ სახელმწიფოს შორის ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკებები ჯერ კიდევ „რეინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტამდე ჩაინიშნა, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტები შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხს გვერდს არ აუვლიან.
