“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, Facebook-ზე წერს, რომ აშშ-ს ელჩი რუსეთისგან დევნილ გიორგი გაბუნიას ამერიკის ვიზას არ აძლევს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, არ აპირებს, სიმართლე დამალოს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
“რაც გამომრჩა და დამავიწყდა მეთქვა: რუსეთისგან ქილერით დევნილ გიორგი გაბუნიას რომ ამერიკის ვიზას არ აძლევს და თავისი ხელიდან სასიკვდილოდ იმეტებს, აი ესაა დღევანდელი ამერიკის ელჩი.
არც ესაა სირცხვილი? არც ეს არ უნდა ითქვას? აქაც ნამუსი უნდა შევუნახოთ, იმიტომ რომ ამერიკის ელჩია? არა, ბატონებო! სიმართლე სიმართლეა, გინდა ამერიკელს ეხებოდეს, გინდა ფრანგს და გინდა გერმანელს”, – წერს ნიკა გვარამია.