LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისთვის ადვილი გასეირნება არ იქნება საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა: ზურაბ ბატიაშვილი

113
zura-batiashvili-w-h

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის საგარეო კურსის შეცვლის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა, „დღის თემაში“ ისაუბრა.

მისი სიტყვებით, ეს არის დაუფარავი შეტევა საქართველოს დასავლურ კურსზე და მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გარედან უფრო ნათლად ჩანს.

„ჩვენ ვხედავთ ორ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს რუსული კურსის საწინააღმდეგოდ. ერთია ის, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული, რომ მას სურს ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და მეორე, ეს არის დასავლეთის მხარდაჭერა და მისი პოზიცია. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოსი, ასე რომ რუსეთისთვის ადვილი გასეირნება არ იქნება საქართველოსთვის საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა“,-განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. საკითხი დღის წესრიგში ევროპელმა დეპუტატებმა დააყენეს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დიდი ინტერესია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g