რუსეთმა ბორის ჯონსონი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები.
ნუსხაში ასევე არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც.
მინისტრთა კაბინეტის წევრებს და რიგ პოლიტიკოსებს რუსეთში ჩასვლა აეკრძალებათ.
