რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა. ეს არის ახალი ახალი დანამატი მათ ბირთვულ არსენალში, რომელზეც პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აზრით, მოსკოვის მტრებს შეაჩერებს.
„ახალ კომპლექსს აქვს უმაღლესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და შეუძლია გადალახოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა თანამედროვე საშუალება. მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და არც დიდი ხნის განმავლობაში ექნება“ , – განაცხადა პუტინმა.
რაკეტა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პლესეცკიდან იყო გაშვებული და შორეულ აღმოსავლეთში კამჩატკას ნახევარკუნძულზე მდებარე სამიზნეებს მოხვდა.
რუსეთის ბირთვული ძალები ახალი რაკეტის მიწოდებას „ამ წლის შემოდგომაზე“ დაიწყებენ, როგორც კი ტესტირება დასრულდება“ , – წერს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინი.
წყარო: „როიტერსი“