რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, რუსულმა ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.
თავდაცვის სამინისტროს ცნობიტ, მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს. აღნიშნულ საკითხს ორმხრივ შეხვედრაზე განიხილავენ.