LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს – დათმობა აღარ იქნება!: ლინას ლინკევიჩუსი

150
ლინას ლინკევიჩუსი

რუსეთის მთავრობის მოთხოვნას, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე ეხმიანება.

როგორც ლინკევიჩუსი წერს, 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მაპის არ მინიჭებამ, რუსეთის პროვოცირება მოახდინა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ი და ყირიმი აქვს მიტაცებული, ახლა კი უფრო მეტს ითხოვს.

რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, რაც ჩვენთვის მიუღებელია: იენს სტოლტენბერგი რუსეთის მოთხოვნაზე

„2008 წლის ბუქარესტის ნატოს საიტზე ჩვენ ჩავფლავდით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ MAP უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. პროვოცირება პირიქით მოხდა – [მაპის არ მინიჭებით] რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება“. – წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიუღებელია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g