LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, რაც ჩვენთვის მიუღებელია: იენს სტოლტენბერგი რუსეთის მოთხოვნაზე

85
იენს-სტოლტენბერგი-1

რუსეთის მთავრობის მოთხოვნას, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმიანება და აცხადებს, რომ „რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს, რაც ნატოსთვის მიუღებელია“.

სტოლტენბერგის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი რუსეთიც არის. მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

magti 5g