LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს: თეთრი სახლი

185
თეთრი სახლი

რუსეთმა შესაძლოა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს უკრაინაში ან მათი გამოყენებით ჩაატაროს ყალბი ოპერაცია, – ამის შესახებ ბრიფინგზე, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკმა განაცხადა.

“ახლა როდესაც რუსეთი ავრცელებს ცრუ ბრალდებებს და ჩინეთი, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდას ხელს უწყობს, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში ან მათი გამოყენებით ყალბი ოპერაცია ჩაატაროს”, – წერს პსაკი ტვიტერზე.

პსაკი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების გამოცდილება არსებობს, ასევე არის მისი “ჩვევა”, დასავლეთს დააბრალოს დარღვევები, რომელსაც თვითონ ჩადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g