რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან საჰაერო კავშირი აღადგინოს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხის განხილვას დაუბრუნდეს – ამის შესახებ “კომერსანტი” იუწყება.
ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.
პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა
როგორც გამოცემას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, ეს ნაბიჯები თანმიმდევრული უნდა იყოს.
“თუ საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, რუსოფობიური განწყობა შემცირდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტია გვექნება, საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი შესაძლებელი იქნება,” – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
მათივე განცხადებით, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლაზე ფიქრი.
ამ მთავარი შეცდომის მიზეზებს ვიმკით – გიორგი კეპულაძე ლარის კურსის პანიკაზე
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ბოლოს საქართველოში გავრილოვის ვიზიტის გამო დაიძაბა. მისმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა საზოგადოება გააღიზიანა, შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა]
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები
პროცესების ამგვარად განვითარების გამო, საზოგადოების ნაწილი უკვე 20 დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს – უშედეგოდ. მათი სხვა მოთხოვნები შესრულდა.
ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…
გავრილოვის რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პუტინმა საქართველო ამ ქცევისთვის დასაჯა და ავიამიმოსვლის გაუქმების ბრძანება გასცა. ბრძანება ძალაში 2 დღის წინ შევიდა.
რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქართველი ჟურნალისტისთვის, "დიდი პატივი" იქნება მის გამო რაიმე მნიშვნელოვანი სანქციების გატარება.
ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, პუტინი მიიჩნევს, რომ სანქციები აუცილებელი არაა
თუმცა, ორი დღის წინ, ამაზე სკანდალური მოვლენები განვითარდა – “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, პ.ს.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, რუსულადვე გრძელი, უხამსი მონოლოგი მიუძღვნა, რომელიც ძირითადად მის გინებას მოიცავდა.
მონოლოგის ეთერში გასვლიდან მალევე, რუსეთის დუმამ ადგილობრივ მთავრობას საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება შესთავაზა. ამ შეთავაზებას გუშინ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ სანქცების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.