LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ამოცანებს – თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან, შეიძლება ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარღვევა მოჰყვეს: თინათინ ხიდაშელი

294
1111111111111111111

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ისაუბრა. როგორც თინათინ ხიდაშელმა განმარტა, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიდან მნიშვნელოვან გარღვევას პოლიტიკურ ნაწილში არ ელოდება. ხიდაშელის თქმით, ამისათვის მაღალი დონის შეხვედრის გამართვაა საჭირო.

ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ამოცანებს, რომელიც მას ომის დასაწყისში ჰქონდა.

„მოლაპარაკებებთან მიმართებით მე ვფიქრობ, რომ სხვა რამე რესურსი დარჩენილი არ არის. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ჰუმანიტარული საკითხები, რადგან შესაძლებელია ჰუმანიტარულ საკითხებზე შედგეს შეთანხმება. მაგალითად: ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე ასევე საავადმყოფოებთან დაკავშირებითაც.

პოლიტიკურ ნაწილში, რაიმე გარღვევას მე ამ მოლაპარაკებებში არ ველოდები. ერთადერთი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე. ჩემი მოლოდინი ამ მიმართულებით არის ის, რომ იქნებ მართლაც არის ამ შეხვედრის რესურსი დარჩენილი და შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის მაღალი დონის შეხვედრაზე გარკვეული პოლიტიკური გარღვევა მოხდეს შეთანხმებების მისაღწევად. ამას სჭირდება მაღალი დონის შეხვედრა და იმ ტიპის ფორმატები, რომლებიც რუსეთ-უკრაინას შორის იმართება ვერ გადაწყდება.

რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ამოცანებს, რომელიც მას ომის დასაწყისში ჰქონდა, სამკვირიან და ერთთვიან ომზე არ ფიქრობდა რუსეთი, როდესაც უკრაინაზე გალაშქრებას გეგმავდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მრავლობითად არიან ადამიანები, რომლების ომის დასრულებისთვის სრულ მობილიზაციაში არიან“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

პოპულალურები