რუსეთს ესმის, რომ ყირიმიდან გაქცევა მოუწევს, ამიტომ გაანადგურა კახოვკის წყალსაცავი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა კახოვკას წყალსაცავი, რომელიც კრიტიკულია, კერძოდ ყირიმის წყლით მომარაგებისთვის, მიუთითებს იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ყირიმიდან გაქცევა მოუწევთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.