რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო კომპენსაციების გადახდა დაეკისრა. საქმე ეხება უკრაინელი ინვესტორების სარჩელს, რომელიც ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვმა 18 უკრაინულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს 159 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამ კომპანიებს ქონება, ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად ჩამოართვეს. საქმის არსებითი განხილვა 2017 წელს შედგა. ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ ყირიმში მდებარე ქონების გარშემო დავები მის იურისდიქციაში შედის.
მოსკოვმა სასამართლოს იურისდიქცია არ აღიარა და რუსეთის წარმომადგენელი საქმის მოსმენებს არ ესწრებოდა. საარბიტრაჟო სასამართლო სამი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან შედგება, ამასთან კრემლმა საკუთარი წარმომადგენლის წარდგენაზე უარი თქვა, რის გამოც ის ჰააგაში დანიშნეს.