LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში 5 მლნ ადამიანი 125 დოლარზე ნაკლები ოდენობის ხელფასს იღებს

94

რუსეთში 5 მილიონამდე ადამიანის ხელფასი მინიმალურზე დაბალი იქნება, 7.5 ათასი რუბლი (125 დოლარი), „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა.

„სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობა. სამწუხაროდ, 4.9 მლნ ადამიანი მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებს იღებს,“ – განაცხადა გოლოდეცმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში აცხადებდა, რომ შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობა საარსებო მინიმუმთან უნდა გათანაბრებულიყო.

საარსებო მინიმუმი რუსეთში 9889 რუბლს (165 დოლარი) შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g