LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა – დაიღუპა 3 და დაშავდა 6 ადამიანი

163
„დიაგილევოს“ აეროდრომი

რუსეთში, რიაზანის მახლობლად მდებარე „დიაგილევოს“ აეროდრომზე სადაც მფრინავი ტანკერების პოლკი და საბრძოლო გამოყენებისა და პირადი შემადგენლობის გადამზადების ცენტრი ბაზირებს, აფეთქება მოხდა.

აეროდრომზე საწვავმზიდი აფეთქდა – დაიღუპა სამი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების შედეგად დაზიანდა თვითმფრინავიც. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g