რუსეთში გასამართლებული უკრაინის ორი მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეწყალებას სთხოვს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გენადი აფანასიევმა და იური სოლოშენკომ კრემლის ლიდერს შეწყალების წერილით მიმართეს.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განაცხადებით, აფანასიევისა და სოლოშენკოს სამშობლოში დაბრუნების შესახებ რუსულ მხარესთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
აფანასიევს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც მან მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. 73 წლის სოლოშენკო კი, რომელსაც ბრალად ჯაშუშობა ედება, საპატიმროში 6 წელს გაატარებს.