რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა.
წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
„კალინინგრადის ოლქში სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ორადგილიანი თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. ეკიპაჟი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.