სვერდლოვსკის ოლქში მომხდარი ხანძარი ტრაგიკული შედეგით დასრულდა. რუსული მედია იტყობინება, რომ სახლში, სადაც 7 შვილიანი ოჯახი ცხოვრობდა ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
გარდაცვლილები არიან რამდენიმე თვის ჩვილი, 7 წლის გოგონა, 6, 4, 2 წლის ბიჭები.
ორმა ბავშვმა გადარჩენა მოახერხა. ისინი დედასთან ერთად კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სხეულის დამწვრობები აქვთ მიღებული.
ხანძარი 15 აპრილის ღამეს სოფელ ბიზოვოში მოხდა.