LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მაქვს ბიზნესი, თუმცა ვაპირებ, რომ გავყიდო ჩემი წილი: ლევან ვასაძე

274
8f1968d8-17b7-4638-8bb8-e1ec68d41ea3-675 (2)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ის რუსეთში მდებარე ბიზნესის საკუთარი წილის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მას არ აქვს სურვილი კავშირი ჰქონდეს ბიზნესთან.

“მე მაქვს წილი ზოომაღაზიების ქსელში და ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვაპირებ, რომ გავყიდო ეს წილი, რომ არ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ბიზნესთან. ახლა საშინელი, კატასტროფული დროა ყველგან, მათ შორის რუსეთში, და თუ მე ვერ შევძლებ ამ წილის გაყიდვას, იმიტომ, რომ აბსოლუტური კრიზისია, მაშინ მე ამას გადავაფორმებ ტრასტში, რომ ჩემთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს მართვის და ყურადღების თვალსაზრისით. ვისაც მიაჩნია, ჩემი ცხოვრებისეული გზიდან, კრედოდან გამომდინარე, რომ მე იოტისოდენ კომპრომისს დავუშვებ იმიტომ, რომ მაღაზიების ქსელში რაღაც წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაყვეს იმას, ვისაც ენდობა,”- განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში მიდის. როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა – “ერთობა, რაობა, იმედი”.

“მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება” – რამ გადააწყვეტინა რაინდ ლევან ვასაძეს პოლიტიკაში წასვლა 

ულტრა-კონსერვატული ფლანგი ვასაძეს მიაქვს, მშვიდობა გახარიას, დარჩა ღარიბაშვილი ამომრჩევლის გარეშე – ხუხაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g