LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში “მიუ” და “ლამბდა” შტამებით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

87
1

რუსეთში კოვიდ-19-ის ორი ვარიანტი –  “მიუ” და “ლამბდა” შტამები გამოვლინდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ როსპოტრებნადზორის ცენტრალური ეპიდემიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვასილი აკიმკინმა განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია “ლამბდა” შტამით ინფიცირების ერთი და “მიუ” შტამით ინფიცირების სამი შემთხვევა.

როგორც კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, ისევე როგორც მსოფლიოში, რუსეთშიც დომინანტური რჩება კოვიდ-19-ის “დელტა” შტამი.

შეგახსენებთ, “მიუ” შტამი მიმდინარე წლის იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს, შემდეგ ეკვადორშიც გამოვლინდა, ჯანმო-ს “საყურადღებო ვარიანტების” სიაში კი ის 30 აგვისტოს დაემატა.

“ლამბდა”, ანუ ლათინოამერიკული ვარიანტი პირველად 2020 წლის ბოლოს ჩილეში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში დაფიქსირდა. ამის შემდეგ კი ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში აღმოაჩინეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

ჯანმო ახალ საფრთხეზე – “ლამბდა” შტამი მთელს მსოფლიოში ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g