მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალ საფრთხეზე საუბრობს და გლობალურ საზოგადოებას აფრთხილებს – კორონავირუსის ახალი, “ლამბდა” შტამი მთელს მსოფლიოში ვრცელდება.
პანდემიის მიმდინარეობაზე WHO-ს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსმა მარია ვან კერკხოვემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციურად საშიში შტამის გავრცელება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
რა არის “ლამბდა” შტამი, როგორია მისი გავრცელების არეალი და რა თვისებებით განსხვავდება აქამდე ცნობილი კოვიდ-19-ის ვერსიებისგან, წაიკითხავთ ჩვენს სტატიაში.
"ეს ვარიანტი შეიცავს სპაიკ ცილის რამდენიმე მუტაციას, რომელიც ვირუსის სწრაფად გავრცელების უნარზე გავლენას ახდენს" - პირველადი შეფასება.
ვირუსის კიდევ ერთი ვარიანტი უჩვეულო მუტაციის უნარით - რა ვიცით ახალ "ლამბდა" შტამზე
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, აღნიშნული ვარიანტის აღმოჩენაზე ტეხასის საავადმყოფოში.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ე.წ “ლამბდა”, ანუ ლათინოამერიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა ჰიუსტონის მეთოდისტურ საავადმყოფოში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც ვირუსის ევოლუციას აკვირდება:
“ლამბდა” შტამი ვრცელდება რიგ ქვეყნებში, ძირითადად ამერიკაში, თუმცა ამ დროისთვის, ის 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.” – განაცხადა WHO-ს ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ ივნისში წარმოადგინა შტატების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ვერსიის გავრცელების თვალსაზრისით, ყურადღებას საჭიროებს და მის განაწილებას მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ბრაზილიელმა ექიმებმა და მეცნიერებმა აღწერეს კორონავირუსის შტამი სახელწოდებით – “ლამბდა”, რომელიც შეშფოთებას იწვევს მისი სწრაფად გავრცელების უნარის გამო.
კორონავირუსის “ლამბდა” შტამი, იგივე ლათინოამერიკული ვარიანტი პირველად 2020 წლის ბოლოს ჩილეში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში დაფიქსირდა.
ამის შემდეგ ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში აღმოაჩინეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ორი კვირის წინ შტამი დაფიქსირდა ავსტრალიაშიც.
გამოირჩევა თუ არა შტამი სწრაფად გავრცელების ხარისხით, ამის შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლებელია, ასევე არ არის დამტკიცებული, რამდენად ეფექტიანად მოქმედებს ვაქცინები მის წინააღმდეგ.
LIVE Q&A on #COVID19 with @DrMikeRyan & Dr @mvankerkhove. #AskWHO https://t.co/IAdmqlQ9vF
— World Health Organization (WHO) (@WHO) July 19, 2021