ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე რუსეთში პოლიციამ 800-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედია წერს, რომ პოლიციამ დემონსტრაციების დროს რუსეთის 37 ქალაქში 817 ადამიანი დააკავა.
სულ უკრაინასთან ომის დაწყებიდან დღემდე კი, რუსმა სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების 14 611 მონაწილე დააკავეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე