რუსეთში, პერმის ოლქში, პერმის ნაციონალურ უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პირველადი ინფორმაციით, სროლას მსხვერპლი მოჰყვა.
რია ნოვოსტის ინფორმაციით, სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.
სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში იყო ჩაკეტილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თავდამსხმელი, ასევე სტუდენტები, რომელიც შენობიდან ხტებიან.
ამ დროისთვის, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და დაკავებულია.
რუსული მედიის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელმა უნივერისტეტში შეჭრამდე სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვს, რომ მისი ქმედება ტერორისტულ აქტად არ შეაფასონ.