LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებელი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

53
634d78b3d42ee634d78b3d42ef1666021555634d78b3d42e9634d78b3d42ec

რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ორი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

რუსული მედიის ცნობით, ამ წუთებში ოფიციალური პირები ცდილობდნენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. პილოტების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავზე გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g