LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში სამხედრო კომისარიატებს ცეცხლი წაუკიდეს – “ეხო კავკაზა”

91
BeFunky-collage (14)

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში დაახლოებით 4 სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

მედიის ცნობით, 22 სექტემბრის ღამეს კომისარიატების დაწვა სცადეს ამურის ოლქის ქალაქ სვობოდნიში.

ასევე ირკვევა, რომ ხაბაროვსკში სამხედრო კომისარიატს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს.

“ამურის რაიონის ქალაქ სვობოდნიში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატის შენობას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბოთლი ასფალტზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარმა შენობის ფასადი დააზიანა. დილით ადრე ხაბაროვსკში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატის ფანჯრის გისოსებს შორის ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. შედეგად მინები გასკდა, ხანძარი სამხედრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს. ადგილზე აღმოჩენილია ორი ბოთლი და ასანთი”, – წერს მედია.

საგულისხმოა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მსგავსი შემთხვევები დაახლოებით 29-ჯერ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ამავე თემაზე:

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინის ახალი შეცდომა, მარცხი, სისუსტე თუ სასოწარკვეთა – როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – რას ამბობს “ოცნება” პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g