LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ – რას ამბობს მომღერლის პროდიუსერი

163
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ მომღერალ თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს. 

„ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თამამად ჩამოვიდე, რაღაცები დამაბრალონ, ვაპატიო…“ – რა მიზეზით იმყოფება თამარ გვერდწითელი თბილისში და რომელია მისი სამშობლო? 

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ მოთხოვნით სოციალურმა აქტივისტებმა საგამოძიებო კომიტეტს და გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

როგორც ორგანიზაციის აქტივისტი ანდრეი ზგონიკოვი ამბობს, რუსეთის მსმენელის საყვარელი ვარსკვლავი, არასწორად იქცევა.

მისი თქმით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, თამარ გვერდწითელმა რუსეთის ფედერაციაში ტური გააუქმა, შემდეგ „შემოქმედებითი დუმილი“ ჰქონდა, ახლა კი „აპირებს აშშ-ში გამგზავრებას და ემიგრანტების აღფრთოვანებას რუსული სიმღერებით“.

თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს – რას წერს მომღერალი „ტელეგრამზე“ 

ზგონიკოვის თქმით, სწორედ  ამის გამო მიმართეს ხელისუფლებას, რომ მომღერალს 2000 წელს მიღებული მოქალაქეობა გააუქმონ, რათა მორიგი „შემოქმედებითი დუმილის“ შემდეგ ის კვლავ არ დაბრუნდეს ფულის საშოვნელად რუსეთის ფედერაციაში.

თამარ გვერდწითელი კრემლში გამართულ კონცერტზე არ იმღერებს

მომღერლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნას, თამარ გვერდწითელის პროდიუსერი, სერგეი პუდოვკინი Paragraph-თან საუბარში გამოეხმაურა:

„ვფიქრობ, რომ სისულელეს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. საჭირო არ არის ასეთ იდიოტიზმზე ყურადღების მიქცევა, რეაქცია ან კომენტარი“, – აღნიშნა პროდიუსერმა.

კრასნოგორსკში გამართულ 9 მაისის კონცერტზე, თამარ გვერდწითელმა რუსეთის სამხედრო ანსამბლთან ერთად იმღერა 

„ეს გამოსვლა არის შარშანდელი კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული“ – თამარ გვერდწითელის განცხადება 9 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე და ფოტოები თბილისის სახლიდან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g