LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თამამად ჩამოვიდე, რაღაცები დამაბრალონ, ვაპატიო…“ – რა მიზეზით იმყოფება თამარ გვერდწითელი თბილისში და რომელია მისი სამშობლო?

944
გვერწითელიიი

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მისი მონაწილეობის შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მომღერალი გადაცემაში „ნოესთან“ საქართველოში დაბრუნების მიზეზებსაც განმარტავს და პასუხობს კითხვას: რომელია მისი სამშობლო.

„ყოველი ცილისწამება ძალიან მტკივნეულია. როცა დაამონტაჟეს თავისი სურვილისამებრ კონცერტი და თქვეს მე გამოვდიოდი ამ კონცერტზე, ამ დროს მე ვარ თბილისში. უკვე ერთი თვეა თბილისში ვარ“ – ამბობს გვერდწითელი და დაბრუნების მიზეზად ომს ასახელებს.

„სამშობლოა, დედასავითაა, შეგიფარებს. ჩამოვედი, დედა ვნახე, დამამშვიდა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შვილი ჰყავს, დედამ ყოველთვის იცის როგორ შვილი ჰყავს. დღეს ჩემთვის ეს არის, მშობლიურ ქალაქში ვარ, ჩემს მეგობრებს ვხედავ, მოდიან, მე არსად დავდივარ, გაჩერებული ვარ, არც ვმღერივარ, არც სცენაზე გამოვდივარ. მუსიკის დრო არ არის, თუ შეასრულებ, გახვალ და შეასრულებ რეკვიემს. ამით შეიძლება იყოს ფასეული შენი სიტყვა, სხვა სიმღერების დრო არ არის, ახლა ნამდვილად გლოვის დროა“, – ამბობს მომღერალი და 6 მარტს გამართულ კონცერტში მონაწილეობაზეც აკეთებს განმარტებას.

„აფიშა იყო შედგენილი დეკემბერში, მე არ გამოვსულვარ ამ კონცერტზე, იმიტომ რომ დაიწყო ეს სპეცოპერაცია. ეს კონცერტი ჩატარდა, მაგრამ მე არ ვყოფილვარ“ – ამბობს გვერდწითელი და კითხვაზე, სპეცოპერაციას უწოდებს თუ არა ომს, პასუხობს: „არა, ომს ვეძახი, რუსეთში ეს სახელი ჰქვია”.

რომელია თქვენი სამშობლო? – ნოეს ამ კითხვამ გვერდწითელი გააკვირვა და ასე უპასუხა:

„ეს შეკითხვა… მე უნდა პასუხი გავცე? ადამიანი, რომელიც დაწერს სიმღერას საქართველო, არ შეიძლება გააჩნდეს სხვა სამშობლო. შეიძლება ცხოვრობდეს 30 წელი რუსეთში, რომელსაც პატივს სცემს, უყვარს და ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ სამშობლოს ცნება არის ყველაზე მაღლა მდგომი ნება. ღმერთმა კიდევ დამაწერინოს გაბრწყინებულ საქართველოზე სიმღერა და ჩამატარებინოს კონცერტი და მშვიდობიან გზას დავადგეთ ყველა. ჩემშიც არ დგას საკითხი, შენს თავს რომ შევეკითხო, სად ხარ. შეიძლება ცხოვრობდე საფრანგეთში, ამერიკაში, ყველაფერი კარგია, მაგრამ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. ბედნიერი ვარ რომ გამაჩნია ეს ნაწილი ჩემი გულის, სადაც შემიძლია თამამად ჩამოვიდე, რაღაცები დამაბრალონ, ვაპატიო. არ დავივიწყო, მაგრამ გულში რასაკვირველია ყოველთვის ვრჩები ადამიანი, რომელიც ერთი სამშობლო არსებობს, ეს საქართველოა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g