LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს ახალი მრჩეველი ჰყავს – რა საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ

147
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მთავრობის მეთაურმა აბაშიძეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ის პრემიერის მრჩევლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა.

გარდა ამისა, პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც. ამ პოზიციაზე ნიკოლოზ ტყემალაძე დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. ამ დრომდე ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g