ცნობილი მომღერალი და მსახიობი ლინდსეი ლოჰანი ბოიფრენდს, იგორ ტარაბასოვს ძალადობაში ადანაშაულებს. გამოცემა The Sun ვიდეორგლს აქვეყნებს, სადაც ლოჰანი ყვირის და შველას ითხოვს.
ინციდენტი 23 ივნისს ლონდონში, დილის 5 საათზე მოხდა: „მან ჩემი დახრჩობა სცადა. ძალიან გთხოვთ , გააგდეთ ის ჩემი სახლიდან”, – ყვიროდა მსახიობი. ეს ვიდეო ლოჰანის მეზობელმა ტელეფონით გადაიღო. სწორედ მან გამოიძახა პოლციაც. მოგვიანებით ინტერნეტში გამოჩნდა მსახიობის სახლში გადაღებული ფოტოები, სადაც ძალადობის კვალი ჩანს.
ამავე დღეს ლინდსეი ლოჰანმა განაცხადა, რომ 22 წლის ტარაბასოვი მას რუს დიზაინერთან, დაშა პოიშევკინასთან ღალატობდა. მოგვიანებით კი Twitter-ზე დაწერა, რომ ორსულადაა.