LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი მეთაურები დილემის წინაშე დგანან“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის დაზვერვა

171
Untitled design

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ მონაცემებს ავრცელებს.

როგორც დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უშედეგო ბრძოლები გრძელდება როგორც დონბასში, ასევე ხერსონში.

„რუსი მეთაურები კვლავ დილემის წინაშე დგანან: გააძლიერონ რესურსები აღმოსავლეთში თავდასხმისთვის, თუ დასავლეთში თავდაცვის გასამყარებლად.

ბრიტანეთის დაზვერვამ ასევე დაადგინა რუსული სამხედრო ტრანსპორტის სარემონტო ობიექტის მდებარეობა ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში. ბაზაზე, სულ მცირე, 300 დაზიანებული მანქანაა, მათ შორის უმეტესი საბრძოლო ტანკები, ჯავშანტექნიკა და ზოგადი დამხმარე სატვირთო მანქანებია.

გარდა კარგად დოკუმენტირებული საკადრო პრობლემებისა, რუსეთი, სავარაუდოდ, აგრძელებს ბრძოლას უკრაინაში ბრძოლის შემდეგ დაზიანებული ათასობით საბრძოლო მანქანის გატანისა და შეკეთებისთვის”, – წერია დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები