LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი მოდელი ეპშტეინთან დაკავშირებულ საქმეში და ის კრიტერიუმები, რომელიც მოდელებს უნდა დაეკმაყოფილებინათ

365
page

რუსი მოდელი, კირა დიხტიარი ერთ-ერთ თანამოაზრედ მოიხსენიეს სკანდალურად ცნობილი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებულ საქმეში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში აღმოჩნდა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დიხტიარი ფინანსისტისთვის ახალგაზრდა ქალების მოძიებით იყო დაკავებული.

ჯეფრი ეპშტეინს ერთ-ერთი მსხვერპლისგან შვილი ჰყავდა – ლაბორატორია სახლში, გენური ინჟინერია და „იდეალური ქალის ქანდაკება“ – ახალი სკანდალური დეტალები

მედიის ცნობით, ეპშტეინი სთხოვდა დიხტიარს პოტენციური კანდიდატების ფოტოების გაგზავნას. 2012 წლის მიმოწერაში ის საუბრობდა „სიმპათიური ტანმოვარჯიშის“ მოძიებაზე კიევში და ასევე განიხილავდა, რომ გოგონებს უნდა ესწავლათ ეპშტეინის მიმართ „მადლიერების გამოხატვა“.

წერილებში ასევე ფიგურირებს 17 წლის ბელარუსი მოდელის, ირინა სუმბაევას შესაძლო ვიზიტი.

გარდა ამისა, მიმოწერაში განხილულია კანდიდატების ასაკთან დაკავშირებული საკითხებიც,

„24 წელი ხომ არ არის ზედმეტად ბევრი?“, – სვამს შეკითხვას ერთ-ერთ წერილში ეპშტეინი.

ადრე მედიაში უკვე განიხილებოდა ჯეფრის კავშირები რუსეთთან და ყოფილი დსთ-ის ქვეყნებთან. გავრცელებული ინფორმაციით, ის და მისი თანამზრახველები აღმოსავლეთ ევროპას იყენებდნენ როგორც „ახალი სახეების“ ერთ-ერთ ძირითად წყაროდ.

ნაომი კემპბელის სახელი ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში 250-ზე მეტჯერ ფიგურირებს – საჯაროვდება ნაომის წერილი

ეპშტეინის ფაილებში აღმოჩენილი ცნობილი მოდელების სახელები და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მისთვის მიუწვდომლად დარჩა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები