LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოკუპანტების ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედრაზეა მიმართული – მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით: ვოლოდიმირ ზელენსკი

147
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით“. მისივე თქმით, ოკუპანტის ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედარზეა მიმართული.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება და ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მთელი დონბასის გათავისუფლება იქნება.

„ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტის ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედრაზეა, ამ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მაინც მთელი ჩვენი დონბასის გათავისუფლება იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს ბახმუტს და მაქსიმალურ სიმტკიცეს ავლენს. მადლობა ყველა მებრძოლს სოლედარში, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების ახალ და სულ უფრო სასტიკ შტურმებს. ეს ძალიან მძიმეა: თითქმის არ დარჩა მთლიანი კედელი. სოლედარში ჩვენი მეომრების სიმტკიცის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ უკრაინისთვის დამატებითი დრო და დამატებითი ძალები. რისი მოგება სურდა იქ რუსეთს? იქ ყველაფერი დანგრეულია, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით. ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლელი პარტნიორებისგან ახალ შეიარაღებას და ტექნიკას მალე მიიღებენ.

„მსოფლიომ იცის, რომ უკრაინულ მიწაზე რუსეთის ყოფნის ყოველი დღე არის სიკვდილი, ჭრილობა, ტკივილი და ხალხის ტანჯვა. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა განდევნოს ტერორისტები ჩვენი მიწიდან და საიმედოდ დაიცვას ჩვენი ხალხი რუსეთის ნებისმიერი ესკალაციური გეგმისგან. დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი და ტექნიკა უკვე მალე ექნებათ ჩვენს მეომრებს ფრონტზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

magti 5g