LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოლიგარქის გამო, ჩვენი საამაყო მინერალური წყალი აღარ არის ევროპულ დახლებზე, მოახდინეთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია – ეკონომისტი მთავრობას მიმართავს

210
მიხაილ-ფრიდმანი

ეკონომისტი ოთო აბესაძე მთავრობა მიმართავს და მინერალური წყალი „ბორჯომის“ ნაციონალიზაციას ურჩევს.

„ბორჯომი არის საქართველოს ერთგვარი იდენტობა და სავიზიტო ბარათი მსოფლიოში. რუსი სანქცირებული ოლიგარქის გამო, ჩვენი საამაყო მინერალური წყალი აღარ არის ევროპულ დახლებზე და მოხსენიებულია როგორც რუსული მინერალური წყალი‼️

საქართველოს მთავრობა ძმებო/დებო, ყველა შემთხვევაში იდება ფორსმაჟორი ხელშეკრულებაში, რომელიც ბრენდის „გაუფასურების” შემთხვევაში გაძლევთ ხელშეკრულების გაწყვეტის საფუძველს. მოდი უბრალოდ მოიქეცით ღირსეულად და მოახდინეთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია ‼️ შეიყვანეთ დროებითი მმართველი ‼️ ერთხელ მაინც დამიჯერეთ და ქვეყანა მოიგებს“, – მიმართავს ეკონომისტი საქართველოს ხელისუფლებას.

IDS Borjomi-ს აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი გახდეს: სანქცირებული მიხეილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს

ცნობისთვის, IDS Borjomi-ს მაჟორიტარი აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე გახდეს. სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს და ერთ-ერთი შესაძლო სქემა ბიზნესის ინა გუდავაძისთვის მიყიდვაა. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ქვრივს არ აქვს ამდენი ფული. ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა გადავადებული გადახდის პირობით გაყიდვა იყოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ყველაფერი დასტაბილურდება და ქვრივი თანხას არ გადაიხდის, აქციების უკან დაბრუნება მოხდეს“, – ამბობს წყარო Українська правда-სთან.

შეგახსენებთ, ლიეტუვასა და ესტონეთში „ბორჯომი“ სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს, რადგანაც მიხაილ ფრიდმანს, როგორც პუტინთან დაახლოებულ პირს, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g