LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სამხედროები კანევის ჰიდროელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას გეგმავენ: უკრაინის გენშტაბი

236
1

რუსეთი კანევის ჰიდროელექტროსადგურის – გენერალური შტაბის კაშხლის წართმევას გეგმავს

რუსეთის საოკუპაციო ძალები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტის – კანევის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ხელში ჩაგდებას გეგმავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის არის უკრაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც ჩერკასის რაიონის ქალაქ კანევში, მდინარე დნეპრზეა აშენებული.

შეგახსენებთ, 4 მარტს, ღამით რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაც დაბომბეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

იმავე დილით, სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ელექტროსადგურები არ არის დაზიანებული და რადიაციული დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g