ნატალი ანდრონიკაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც რუსი ტურისტი ქართველ პოლიციელებთან ერთად პოზირებს. ფოტო რუსთაველზეა გადაღებული. ავტორი წერს:
„აი, კიდევ ერთი დაპატიმრებული სტუმარი რუსეთიდან))) ხედავთ, როგორ ეპყრობიან მას ქართველი პოლიციელები, რამდენი ტანჯვაა გამოსახული საწყალი ტურისტის სახეზე?“
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ კომენტარებს.
ვერონიკა არს: „ასეთ პოლიციელებთან მეც დავზარალდებოდი, შეიძლება?“
ოლგა ბეშლა: „ნატალია, თუ შეიძლება, დაამატეთ, რომ ეს ფოტო თბილისის ცენტრშია გადაღებული“.
კონსტანტინ დემინი: „სახეზე გამოსახული ღიმილის მიხედვით აშკარაა, რომ იქიდან წამოსვლა არ უნდოდა…“