LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსი ვერ შევაშინე, მაგრამ ჩემი პროტესტი გამოვხატე.. ერთი პატარა ქალი ვარ, მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია“ – რას ამბობს ქალი, რომელმაც მავთულხლართი დაჭრა

176
luda mza

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელმაც რუსების მიერ გაბმული მავთულხლართი გადაჭრა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კომენტარს აკეთებს.

ვიდეო: „ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ ოკუპანტებო!.. დროშასაც ვაფრიალებ იქვე..“ – საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ქალმა მავთულხლართი დაჭრა

ლუდა სალიას თქმით, ამ ქმედებით მან საკუთარი პროტესტი გამოხატა.

„არ იყო ადვილი, რაც გავაკეთე…

ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა ჩემმა ვიდეომ, სადაც სიმბოლურად მავთულხლართი დავჭერი.

ასე უნდა აკეთებდნენ ყველას სოფელში, საოკუპაციო ხაზთან.

მე სიმბოლურად გამოვხატე ჩემი პროტესტი. რა, შენ ამით რუსი შეაშინეო? დიახ, ვერ შევაშინე, მაგრამ ჩემი პროტესტი გამოვხატე ომში დაღუპული ბიჭების პატივსაცემად, აფხაზეთის ომში დაღუპულების პატივსაცემად, ანწუხელიძის პატივსაცემად, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას პატივსაცემად.

მე ერთი პატარა ქალი ვარ, რომელიც უკვე 60 წელსაა გადაცილებული, მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია,“- ამბობს ლუდა სალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g