LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ გუშინ ყველაფერი გააკეთა, რათა ხურვალეთი რუს ოკუპანტს არ დაეკავებინა – ლუდა სალია

231
1552664978-ლუდააააა

ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფო გუშინ ყველაფერი გააკეთეს, რათა ხურვალეთი რუს ოკუპანტს არ დაეკავებინა, – ამის შესახებ ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ლუდა სალია ამბობს, ოკუპანტმა გუშინ საღამოს დაკავებული ტეროტირია დატოვა.

„გუშინ ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფო ყველაფერი გააკეთეს, რათა ხურვალეთი არ დაეკავებინა რუს ოკუპანტს. იყო ვნებათაღელვაც, შიშიც, შეხლა-შემოხლაც, მაგრამ შედეგი დადგა.ოკუპანტმა დატოვა გუშინ საღამოს დაკავებული ტერიტორია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ლუდა სალია.

შეგახსენებთ, გუშინ სწორედ მან გაავრცელა რუსი სამხედროების გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არ დაადასტურა.

ამ წუთისათვის ხურვალეთში სიმშვიდეა. სოფლის შესასვლელთან რჩებიან და ვითარებას აკონტროლებენ სამართალდამცავები. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციის თანხლებით სოფელში შესვლის შესაძლებლობაც მიეცათ.

ჯგუფის შემადგენლობაში არ შედის დავით ქაცარავა.მისი განცხადებით, ძალოვნებმა მოითხოვს მისი დისტანციაზე დარჩენა, რაც ძალა ერთობაშიას ლიდერმა გაითვალისწინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები