LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს, ყველა საფრთხეში ვართ – რას წერს მერის მრჩეველი

78
BeFunky-collage (12)

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მერის მრჩეველი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ავრცელებს.

როგორც გალინა ლიაშევსკაია განმარტავს, კოლიხაევი ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში თანამშრომლებთან მივიდა, რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს. შეამოწმეს მერის დოკუმენტები, შემდეგ კი წაიყვანეს ავტობუსით, რომელსაც Z სიმბოლო ჰქონდა.

მერის მრჩეველი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა წერილი მიიღო ხერსონის ე.წ. მერისგან, რომელიც თანამშრომლობას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებოდა. კოლიხაევმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

“დარწმუნებული ვარ, კოლიხაევის დაკავება საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს უკავშირდება.
ჩვენ ყველა საფრთხეში ვართ. ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა.” , – წერს ლიაშევსკაია და შიშობს, რომ კოლიხაევის სიცოცხლე საფრთხეშია. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g