LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

140
1648055957-5522

ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა, გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი თავს დაესხნენ სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებსაც.

არის მსხვერპლი. ერთი ბავშვი და ერთი კაცი კი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

ნიკოლაევზე შეტევა გუშინ ორჯერ განახორციელეს – პირველად გავრცელდა ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის, მეორედ კი – კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.

“ნიკოლაევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას ერთი ბავშვი დაიღუპა. კიდევ ცხრა კი იმ ჭურვს ემსხვერპლა, რომელიც სავაჭრო დახლებს ესროლეს. დაიჭრა 61 ადამიანი. არანაირი ლოგიკა არ არის. ადამიანები უბრალოდ დადიობდნენ ქალაქის ცენტრში, რუსი ოკუპანტები კი სმერჩებიდან, ურაგანებიდან ისვრიან. მესმის, როცა სამიზნეა სამხედრო ობიექტები, მაგრამ რა შუაშია ბავშვთა საავადმყოფო”, – ამბობს ვიტალი კიმი, ნიკოლაევსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი.

გარდა ამისა, ავდეევკაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 4 პირი. ხარკოვში კი ოკუპანტებმა ავტობუსების დეპო დაცხრილეს, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g