დღეს დილით, ძლიერი აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ მიკოლაევში.
რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს.
მიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის წინასწარი ინფორმაციით, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი.
ქალაქის მერმა ოლქსანდრ სენკევიჩმა მიკოლაევის მცხოვრებთ თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა, სოციალური ქსელებით ფოტოებს ნუ გაავრცელებენ.
ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაევს პერიოდულად უტევენ.