ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, ქალაქ ლისიჩანსკში დაბომბეს შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.
ოკუპანტების საჰაერო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
„საჰაერო დარტყმა ლისიჩანსკში. ავიაიერიში ერთ-ერთ შენობაზე განხორციელდა, რომელშიც ხალხი იმალებოდა. დაიღუპა 3 და დაშავდა 7 ადამიანი“,- წერს სერგეი გაიდაი.