LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა საოლქო საბჭოს დეპუტატი გაიტაცეს

140

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი ლეილა იბრაგიმოვა გაიტაცეს.

ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრი ესკენდერ ბარიევი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ შეიარაღებული რუსი სამხედროები ლეილა იბრაგიმოვას სახლში შეიჭრნენ და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

“დღეს (10 მარტი-რედ.), მელიტოპოლში, დილის 6 საათზე რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს მოადგილის, ადგილობრივი ყირიმელი თათრების წარმომადგენლის, მელიტოპოლის მუზეუმის დირექტორის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, – წერს ესკენდერ ბარიევი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g