LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა ვეღარ დამალეს, რომ აგონიაში არიან, უკრაინელები რუსებს უჩვენებენ განსხვავებას თავისუფალ ადამიანებსა და მონებს შორის: რეზნიკოვი

87
1

“ამ დღეების განმავლობაში უკრაინელები რუსებს უჩვენებენ, თუ რამდენად განსხვავდებიან თავისუფალი ადამიანები მონებისგან”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიმართვა სოციალურ ქსელში, სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

რეზნიკოვის განცხადებით, თავდასხმის მეხუთე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა ვერ დამალეს, რომ აგონიაში არიან:

“ინტერვენციის მეხუთე დღეს რუსმა ოკუპანტებმა ვეღარ დამალეს, რომ აგონიაში არიან. ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმები და მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა არის მტკიცებულება, რომ მოწინააღმდეგეებს შეიარაღებულ უკრაინელებთან ბრძოლა აღარ შეუძლიათ. ისინი უტევენ მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც უკანასკნელი მშიშრები.

ეს ომის დანაშაულია. ამ ქმედებების უშუალო შემსრულებლები და ორგანიზატორები საკუთარი არსებობის მანძილზე განწირულები არიან, რომ მკვლელების სახელი ატარონ და იმალებოდნენ. მათ სასამართლო პროცესი ელით.

სამართლიანი იქნება, თუ ხარკოვში საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება. სხვათა შორის, 1943 წელს სწორედ ხარკოვში გაიმართა პირველი სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც ნაცისტები ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის გაასამართლეს.

ახლა ხარკოვის ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს ჰიტლერის კრემლის მიმდევრები, რომლებმაც უკვე აჯობეს მას”, – აღნიშნულია რეზნიკოვის მიმართვაში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მოქალაქეების თავდაუზოგავ ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ” კიბერ-ფრონტზე უკრაინელი სკოლის მოსწავლეებიც კი შეტევაზე გადავიდნენ:

“ჩვენი მებრძოლების გმირობის წყალობით იხსნება ახალი ფრონტები, სადაც მტერს ზარალი ადგება. აღსანიშნავია აღმოსავლეთში ჩვენი ბიჭები და გოგოები, რომლებიც მტრისთვის გადაულახავ ბარიერად იქცნენ, ეს კი რუსებს საშინლად ანგრევს.

ეკონომიკურ ფრონტზე რუსეთმა უკვე განიცადა დამანგრეველი ზიანი.

რუსული ვალუტა ჩვეულებრივ ქაღალდად გარდაიქმნება. რუსული ნავთობის ექსპორტზე პირველი აკრძალვა წესდება. საერთაშორისო IT საზოგადოება საოკუპაციო არმიის განადგურებას შეუერთდა.

ევროპიდან იარაღისა და საჭირო პროდუქტისა და ნივთების მიწოდება იზრდება. უკრაინელი სკოლის მოსწავლეებიც კი შეტევაზე გადავიდნენ კიბერ-ფრონტზე.

რუსეთში ასობით ათასმა ადამიანმა უკვე გაიგო, რომ ხელისუფლება მათ ატყუებს და რომ ეს არ არის “სპეციალური ოპერაცია” და არის ჩვეულებრივი აგრესიული ომი, რომელშიც ათასობით რუსი დაიღუპა.

რუსეთში, ქვეყნის შიგნით საათობრივად იზრდება ომისადმი წინააღმდეგობა. ამ დღეებში უკრაინელები რუსებს აჩვენებენ, თუ როგორ განსხვავდებიან თავისუფალი ადამიანები მონებისგან და რომ მოქალაქეები განსხვავდებიან ტირანების მონებისგან.

ისინი, ვინც წლების განმავლობაში შეპყრობილები იყვნენ მძვინვარე მანიაკით, ახლა ათწლეულების განმავლობაში განწირულები არიან ამ ქმედებების გამოსყიდვისთვის”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

magti 5g