სოფელ ყარაფილასთან, კასპის მუნიციპალიტეტში, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაცია რადიო „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დამატებითი დეტალები უცნობია.