დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას დონეცკის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მთავარი დეპარტამენტი ადასტურებს.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც მაშველებს დაშავებულები და დაღუპულები ამოჰყავთ.
“დილის 08:40 საათისთვის მაშველებმა 18 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ნანგრევებიდან გამოიყვანეს დაშავებული 6 მშვიდობიანი მოქალაქე. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში