რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქის სასამართლოში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, ყოფილი ვიცეპოლკოვნიკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული თითქმის ერთი წელია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გამოძიების ვერსიით, ყოფილი პოლიციელი ბიზნესმენ ძმებს მფარველობდა, რომლებმაც ძერჟინსკის რაიონში რამდენიმე კვების ობიექტი გახსნეს.
როგორც lenta.ru-წერს, სანაცვლოდ, ბრალდებულმა ქრთამის სახით ჯამში, 253 ათასი რუბლი მიიღო. გარდა ამისა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მფარვეობისთვის ყოფილ პოლიციელს კაფე “ბერეზკაშიც” ავახმებდნენ, სადაც ბრალდებული ხინკალს და კიტრის სალათს მიირთმევდა.
გამოცემის ცნობით, ვიცეპოლკოვნიკი წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.