LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

171
BeFunky-collage

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობითვე, შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ფურცელაძის ქუჩებიდან, ხოლო თავისუფლების მოედნიდან გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით აიკრძალება.

რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან, ხოლო მთაწმინდის დანარჩენი ქუჩებიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილისა და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს: ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g