LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრში გია ყანჩელის პანაშვილი მიმდინარეობს

394
20191005134100230794827

სახალხო არტისტის გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს. კომპოზიტორს უკანასკნელ გზაზე, მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები აცილებენ.

დღეს, 14:00 საათზე მას რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ, შემდეგ კი დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. აღნიშნული ადგილზე დაკრძალვა თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი მელოდიები აჟღერდება

როგორც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი იუწყება, ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდება. 4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან უკვდავ ნაწარმოებებს: „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდიას ააჟღერებენ. ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს […]

ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე- პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

თბილისობის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ხელოვანის ოჯახს მიუსამძიმრეს მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g