LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

59

რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა კონსტანტინე მუმლაძემ გააკეთა.

მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს. ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარების გაუმჯობესების დინამიკა დადებითია.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში არის დამაკმაყოფილებელი, დადებითი დინამიკით არის, მან აღიდგინა სპონტანური სუნთქვა, მოხსნილია ხელოვნური სუნთქვიდანჰერმოდინამიკური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. დინამიკა მკვეთრად დადებითია, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

 

დაპირისპირების შესაძლო მოტივი ჯერ ჯერობით უცნობია, გამოძიებას მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g